Monday, December 8, 2014
რეფლექსია მეცხრე დღე
დღევანდელი დღე,როგორც ყველა დღე საინტერესო იყო.წარმოვადგინეთ პრეზენტაციები,პროექტის პორტფოლიო.მივიღეთ ამომწურავი პასუხები ყველა საჭირო კითხვაზე,გავეცანი უამრავ საჭირო რესურსებს,რომელიც ინტელის კურსმა შემოგვთავაზა. გავიმდიდრე არსებული ცოდნა და ეს ცოდნა დაწილობრივ უკვე გადავიტანე ჩემს მოსწავლეებთან,ვასწავლე და შექმნეს საინტერესო ბუკლეტები სხვადასხვა თემებზე.დიდი მადლობა,ბატონო დავით,ასეთი საინტერესო ტრენინგისთვის.
Sunday, December 7, 2014
რეფლექსია მერვე დღე
აღფრთოვანებული ვარ ტრენინგებით და ვისურვებდი კიდევ გაგრძელებულიყოს.უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის ემოციის გადმოსაცემად,მადლობა!!!
Saturday, December 6, 2014
რეფლექსია მეშვიდე დღე
ძალიან საინტერესო დღე იყო. პორტფოლიოში შევიტანე ყველა საჭირო მასალა.დარწმუნებული ვარ ამ ტრენინგზე მიღებულ ცოდნას გადავიტან სასწავლო პროცესში,მოვარგებ მოსწავლეთა საჭიროებებს და საგაკვეთილო პროცესს უფრო საინტერესოს და მიმზიდველს გავხდი ჩემი მოსწავლეებისთვის.
Friday, December 5, 2014
რეფლექსია მეექვსე დღე
პორტფოლიოში გადავიტანე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები,დამხმარე რესურსები,სამოქმედო გეგმა,აუდიო მასალა და დღეს უკვე ვისაუბრეთ შეფასების რუბრიკებზე,კრიტერიუმებსა და თვითშეფასების ფორმებზე.გავეცანით ძალიან საინტერესო მასალებს, რომელიც განთავსებულია ბლოგზე ,, სასწავლო რესურსები",რომლებსაც გამოვიყენებ ახალი პროექტების შექმნისას.გაჩნდა მრავალი საინტერესო პროექტის იდეაც,რომელსაც აუცილებლად განვახორციელებ.დიდი მადლობა ტრენერს.
Monday, December 1, 2014
რეფლექსია მეხუთე დღე
დღევანდელი ტრენინგიც შთამბეჭდავი იყო,საკმაოდ ბევრი ინფორმაციის ათვისება გვიწევს ერთდროულად ,ამიტომ ვცდილობ ყურადღებით მოვისმინო და ავითვისო ის საჭირო და ინოვაციური მეთოდები ,რომელსაც ინტელის კურსი გვთავაზობს.ვისწავლეთ, როგორ გადავიტანოთ სახელმძღვანელოდან ტესტები ან სქემები ვორდის ფაილში,გამოვაქვეყნეთ პორტფოლიო და დავდეთ ბლოგზე,საუბარი გვქონდა დამხმარე რესურსებზე.გაჩნდა ახალი ,საინტერესო იდეები,რომელსაც იმ ცოდნით განვახორციელებ ,რომელიც ამ კურსის დასრულების ბოლოს მექნება.
Sunday, November 30, 2014
რეფლექსია-მეოთხე დღე
დღეს წარმოვადგინეთ ჩვენს მიერ დამზადებული ბუკლეტები,რომელზე მუშაობაც ძალიან საინტერესო იყო.ასევე,გავეცანით გუგლის დიდკის ამოუწურავ შესაძლებლობებს.ტრენინგი კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში შედის და ინტერესიც მეტად იზრდება.დიდი მადლობა ტრენერს ყურადღებისა და მოთმინებისათვის.
Saturday, November 29, 2014
რეფლექსია-მესამე დღე
როგორც წინა დღეები,დღევანდელი დღეც მეტად საინტერესო იყო.ვიმუშავეთ,პროექტის შაბლონზე,ვისწავლეთ და გავეცანით ინფორმაციას გუგლის დისკზე,შევქმენით მასწავლებლის პორტფოლიო.საკმაოდ ვრცელი და ამომწურავი ინფორმაცია მივიღე ჩემთვის საინტერესო საკითხებზე.დიდი მადლობა ბატონ დავითს საინტერესო და მნიშვნელოვანი ტრენინგისთვის.
Friday, November 28, 2014
რეფლექსია მეორე დღე
ძალიან მნიშვნელოვანი ტრენინგი იყო.ბევრი საინტერესო და აუცილებელი ცოდნა შევიძინე ,რომელსაც დავხვეწ და განვამტკიცებ სამომავლოდ .ვისწავლე ბუკლეტებზე მუშაობა,ასევე,ვისწავლე ვორდის ფაილში სურათების და ტექსტის ჩასმა.
Monday, November 24, 2014
რეფლექსია პირველი დღე
ძალიან მინდოდა ,,ინტელის ძირითადი კურსის" ტრენინგის გავლა და როგორც იქნა მომეცა საშუალება დავსწრებოდი ტრენინგს.დღეს არის ტრენინგის პირველი დღე და ვფიქრობ ,რომ ეს არის ის , რაც მჭირდება და რომელიც საშუალებას მომცემს უფრო დავხვეწო და გავიუმჯობესო კომპიუტერული უნარ-ჩვევები,შევქმნა საჭირო და მაღალპროდუქტიული რესურსი,რომელიც დაეხმარება ქართული,როგორც მეორე ენის მასწავლებლებს.
დღევანდელი დღის მოლოდინი გამართლდა და იმედი მაქვს შემდეგი დღეებიც ნაყოფიერი,საინტერესო და წარმატებული იქნება.
დღევანდელი დღის მოლოდინი გამართლდა და იმედი მაქვს შემდეგი დღეებიც ნაყოფიერი,საინტერესო და წარმატებული იქნება.
Subscribe to:
Posts (Atom)