Sunday, November 30, 2014

რეფლექსია-მეოთხე დღე

დღეს  წარმოვადგინეთ  ჩვენს  მიერ  დამზადებული ბუკლეტები,რომელზე  მუშაობაც  ძალიან  საინტერესო იყო.ასევე,გავეცანით  გუგლის  დიდკის ამოუწურავ  შესაძლებლობებს.ტრენინგი  კიდევ უფრო  აქტიურ  ფაზაში შედის და ინტერესიც მეტად  იზრდება.დიდი  მადლობა  ტრენერს   ყურადღებისა  და მოთმინებისათვის.

Saturday, November 29, 2014

რეფლექსია-მესამე დღე

როგორც  წინა  დღეები,დღევანდელი  დღეც მეტად საინტერესო იყო.ვიმუშავეთ,პროექტის შაბლონზე,ვისწავლეთ  და  გავეცანით ინფორმაციას გუგლის  დისკზე,შევქმენით მასწავლებლის  პორტფოლიო.საკმაოდ  ვრცელი  და  ამომწურავი  ინფორმაცია  მივიღე  ჩემთვის  საინტერესო  საკითხებზე.დიდი მადლობა  ბატონ  დავითს  საინტერესო  და  მნიშვნელოვანი  ტრენინგისთვის.

Friday, November 28, 2014

რეფლექსია მეორე დღე

ძალიან მნიშვნელოვანი ტრენინგი  იყო.ბევრი  საინტერესო და  აუცილებელი  ცოდნა შევიძინე ,რომელსაც  დავხვეწ  და განვამტკიცებ  სამომავლოდ .ვისწავლე  ბუკლეტებზე  მუშაობა,ასევე,ვისწავლე ვორდის  ფაილში  სურათების და  ტექსტის  ჩასმა.

Monday, November 24, 2014

რეფლექსია პირველი დღე

ძალიან  მინდოდა  ,,ინტელის ძირითადი კურსის"  ტრენინგის  გავლა  და  როგორც  იქნა  მომეცა  საშუალება  დავსწრებოდი  ტრენინგს.დღეს  არის  ტრენინგის  პირველი  დღე  და  ვფიქრობ  ,რომ  ეს  არის  ის , რაც მჭირდება  და რომელიც  საშუალებას  მომცემს  უფრო  დავხვეწო  და  გავიუმჯობესო  კომპიუტერული  უნარ-ჩვევები,შევქმნა  საჭირო  და  მაღალპროდუქტიული  რესურსი,რომელიც  დაეხმარება    ქართული,როგორც  მეორე  ენის  მასწავლებლებს.
  დღევანდელი  დღის  მოლოდინი  გამართლდა  და  იმედი  მაქვს  შემდეგი  დღეებიც  ნაყოფიერი,საინტერესო  და წარმატებული  იქნება.