Sunday, November 30, 2014
რეფლექსია-მეოთხე დღე
დღეს წარმოვადგინეთ ჩვენს მიერ დამზადებული ბუკლეტები,რომელზე მუშაობაც ძალიან საინტერესო იყო.ასევე,გავეცანით გუგლის დიდკის ამოუწურავ შესაძლებლობებს.ტრენინგი კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში შედის და ინტერესიც მეტად იზრდება.დიდი მადლობა ტრენერს ყურადღებისა და მოთმინებისათვის.
Saturday, November 29, 2014
რეფლექსია-მესამე დღე
როგორც წინა დღეები,დღევანდელი დღეც მეტად საინტერესო იყო.ვიმუშავეთ,პროექტის შაბლონზე,ვისწავლეთ და გავეცანით ინფორმაციას გუგლის დისკზე,შევქმენით მასწავლებლის პორტფოლიო.საკმაოდ ვრცელი და ამომწურავი ინფორმაცია მივიღე ჩემთვის საინტერესო საკითხებზე.დიდი მადლობა ბატონ დავითს საინტერესო და მნიშვნელოვანი ტრენინგისთვის.
Friday, November 28, 2014
რეფლექსია მეორე დღე
ძალიან მნიშვნელოვანი ტრენინგი იყო.ბევრი საინტერესო და აუცილებელი ცოდნა შევიძინე ,რომელსაც დავხვეწ და განვამტკიცებ სამომავლოდ .ვისწავლე ბუკლეტებზე მუშაობა,ასევე,ვისწავლე ვორდის ფაილში სურათების და ტექსტის ჩასმა.
Monday, November 24, 2014
რეფლექსია პირველი დღე
ძალიან მინდოდა ,,ინტელის ძირითადი კურსის" ტრენინგის გავლა და როგორც იქნა მომეცა საშუალება დავსწრებოდი ტრენინგს.დღეს არის ტრენინგის პირველი დღე და ვფიქრობ ,რომ ეს არის ის , რაც მჭირდება და რომელიც საშუალებას მომცემს უფრო დავხვეწო და გავიუმჯობესო კომპიუტერული უნარ-ჩვევები,შევქმნა საჭირო და მაღალპროდუქტიული რესურსი,რომელიც დაეხმარება ქართული,როგორც მეორე ენის მასწავლებლებს.
დღევანდელი დღის მოლოდინი გამართლდა და იმედი მაქვს შემდეგი დღეებიც ნაყოფიერი,საინტერესო და წარმატებული იქნება.
დღევანდელი დღის მოლოდინი გამართლდა და იმედი მაქვს შემდეგი დღეებიც ნაყოფიერი,საინტერესო და წარმატებული იქნება.
Subscribe to:
Posts (Atom)